http://www.

რეალიზებული პროექტები

 

1962608_536202193160295_2014374795_nStartup მარანი

თუ თქვენ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს – იდეა ან, უბრალოდ, ბიზნესის დაწყების სურვილი, მაშინ ეს ღონისძიება თქვენთვისაა. ჩვენ გაძლევთ არაჩვეულებრივ შანსს, აქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად!

2014 წელს, startup.ge-ისა და Green Capital-ის ორგანიზებით, StartUp მარანი თბილისში იმართება ყოველთვიურად.

როგორი იდეებია მისაღები?

ნებისმიერი იდეა ნებისმიერ სფეროში მისაღებია.
Startup მარანი-ს ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება, წარმოადგინოს იდეა, დაამუშავოს და მოამზადოს პრეზენტაციაზე წარსადგენად, რაშიც ჩვენი გუნდი დაეხმარება.

თუ თქვენ არ გაქვთ იდეა, მაგრამ გსურთ, წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი, ეს პროექტი გთავაზობთ იდეებს, თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი, დაამუშავოთ და წარუდგინოთ ინვესტორებს!

ღონისძიების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში ინვესტორებს ექნებათ საშუალება დაუკავშირდნენ მათ მიერ შერჩეულ მონაწილეებს და დაიწყონ მოლაპარაკება დაფინანსებაზე. ხოლო იმ იდეებს, რომლებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას, მონაწილეთა სურვილის შემთხვევაში, განვათავსებთ ვებ- გვერდზე www.startup.ge , სადაც ნებისმიერ მნახველს შეეძლება დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდეს იდეის ავტორს.

ასევე, საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვა ქვეყნის მსგავსი ტიპის პროექტებში და მოიპოვონ დაფინანსება.

“პირდაპირი“ წამოადგენს პირველ ფინანსურ პლატფორმას საქართველოში, რომელიც შუამავლების გარეშე აკავშირებს ინვესტორებსა და სესხის აღების მსურველებს. პლატფორმა წარმოადგენს სს „პირდაპირი საინვესტიციო სისტემების“ საკუთრებას, რომელიც არის სს „მწვანე კაპიტალის“ ჯგუფის ნაწილი. „პირდაპირ“ ეს არის პირველი პირდაპირი დაფინანსების (peer-to-peer lending) საიტი საქართველოში რომელის საშუალებითაც სესხის მსურველებს შეუძლიათ აიღონ სესხი უფრო ადვილად და იაფად ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარეშე, პირდაპირ მათი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან. უპირატესობები მსესხებლებისათვის:
• ადვილი ონლაინ განაცხადი;
• დაბალი საპროცენტო განაკვეთები;
• არაუზრუნველყოფილი სესხები;
• სესხის ვადა თქვენი სურვილის მიხედვით;
• სესხის მოცულობა 500 ლარიდან ზევით;