მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკროკრედიტი”

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროკრედიტი“ მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისადმი ხელშეწყობას. დაფუძნების დღიდან  ორგანიზაცია გამოირჩევა კლიენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომითა და ოპერაციათა გამჭვირვალობის დაცვით, ყოველივე ეს ხორციელდება სინერგიულ ფინანსურ მომსახურეობათა გაწევის გზით.

„მიკროკრედიტში” დიდი ყურადღება ეთმობა კორპორატიულ-ორგანიზაციული ღირებულებების დამკვიდრებასა და მათ განუხრელ დაცვას. ბიზნეს-გარემოში ორგანიზაციული და მაღალეთიკური სამუშაო პრინციპების გატარებით ჩვენს ორგანიზაციას შეძენილი აქვს სტატუსი  სოციალური პასუხისმგებლობის  მქონე  კომპანიისა. „მიკროკრედიტი“ კორპორატიული მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და კლიენტებისადმი მაღალი დონის ფინანსური მომსახურების მიწოდების გზით იკავებს ფინანსური ბაზრის გარკვეულ ნაწილს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროკრედიტისთვის“ უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და აღნიშნული ურთიერთობების განვითარება კომპანიასთან დაკავშირებულ თითოეულ სუბიექტთან.