http://www.

ორგანიზაცია

“Green Capital Partners” წარმოადგენს ინვესტიციების მართვის კომპანიას (Asset Management), რომელიც ორიენტირებულია საქართველოსა და შავი/კასპიის ზღვის ეკონომიკურ (რეგიონულ) ბაზარზე. კომპანია ძირითადად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით – საკუთარი კაპიტალით აფინანსებს (სესხი ან საწესდებო კაპიტალი) ან ყიდულობს ბიზნესს/კომპანიას, იხილავს ინოვაციურ იდეებს და აფინანსებს Start Up პროექტებს ან მესამე მხარის (ინვესტორ/პარტნიორის) დავალებით ახორციელებს პროექტის დაფინანსება/მართვას მისი მომავალი წარმატებული რეალიზაციისთვის. “Green Capital Partners” დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რომლებთაც მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება აქვთ საქართველოსა და დსთ-ს ბაზარზე, როგორც კომერციული ასევე საინვესტიციო ბანკინგსა და სხვადასხვა ბიზნესის მართვაში.

მიმდინარე საქმიანობა/ოპერაცია;

  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაკრედიტება;
  • საწესდებო კაპიტალის (არა/საკონტროლო წილის) დაფინანსება;
  • კომპანიის კაპიტალში კონვერტირებადი სესხის დაფინანსება;
  • Sturt Up კაპიტალი, ლიზინგი, ფაქტორინგი, საბანკო და სხვა გარანტიები;
  • სარისკო კაპიტალის ან ბანკებთან ერთობლივად სინდიცირებული დაკრედიტება;
  • სტრატეგიული პარტნიორის, ინვესტორის მოძიება;
  • ბიზნესის/პროექტის ყიდვა/გაყიდვის ტრანზაქციაში დახმარება;