http://www.

საინვესტიციო კრიტერიუმი

ინვესტიციების მართვის კომპანია “Green Capital Partners” დააფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე გაუწევს მომსახურებას დიდ და მსხვილ ორგანიზაციებს სტრატეგიული პარტნიორის მოსაძიებლად როგორც რუსეთ/უკრაინა/ყაზახეთ/დსთ-ში ასევე აშშ/ევროპის ბაზრებზე. დაგეხმარებით ბანკებთან პრობლემების მოგვარებაში (სესხის რესტრუქტურიზაციაში, რისკების შემცირებაში, გარანტიის გაცემაში და ა.შ.). ვიყიდით წილს/არა საკონტროლოს 35%-მდე/ თქვენს კომპანიაში. შეგიფასებთ და გაგაყიდინებთ კომპანიას პოტენციურად ყველაზე მაღალ ფასში. გავუწევთ კონსულტაციებს მფლობელებს და მენეჯმენტს კომპანიის ზრდისა და დამატებითი ღირებულების, სინერგიის შექმნაში. დავეხმარებით ახალი ბაზრების ათვისებაში.

მთავარი კრიტერიუმები:

  • პროგრესული, ენერგიული, საერთო ფასეულობების, წარმატებისთვის მოტივირებული, ნდობის და რეპუტაციის მქონე პროფესიონალ მენეჯერთა გუნდი;
  • გააზრებული, მკაფიოდ გამოკვეთილი ბიზნეს იდეა/გეგმა;
  • უპირატესობები კონკურენტებთან და გამოკვეთილი ლიდერული პოზიციები ბაზარზე;
  • ოპერიების მოწესრიგებული იურიდიული სტრუქტურა (საკუთრების ფორმა, მფლობელებთან ურთიერთობა, წესდება, ლიცენზიები, ნებართვები, პატენტები და ასე შემდეგ);
  • გამჭირვალე საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგება;
  • ბანკებთან მუშაობის გამოცდილება, არაზარალიანი ოპერირება;
  • სად ხედავთ სინერგიას და რა დამატებითი ღირებულებეი შეიძლება შეგძინოთ “Green Capital”-თან პარტნიორობამ?

 

ფინანსური სექტორი; მცირე ენერგეტიკა; კომუნიკაციები და ტექნოლოგიური სფერო; უძრავი ქონება; სოფლის მეურნეობა; წარმოება; რეტაილი; საკვები პროდუქტების წარმოება და გადამუშავება; ვაჭრობა; ტრანსპორტი; ლოგისტიკა; სოფლის მეურნეობა და გადამუშავება; ღვინის/ალკოჰოლური და წყლის ჩამოსხმა/ექსპორტი; ტურიზმი;

საქართველო; უკრაინა; დსთ-ს ბაზრები; შავი/კასპიის ზღვის ეკონომიკური ზონა;
გაყიდვები მინ. $5,000,000; EBIT/EBITDA $1,000,000; ბაზრის მინ. 3-5% ხვედრითი წილი;
IRR 25% +, ROE 30% +; EBIT/EBITDA $1,000,000 +;

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროექტმა 3-5 წელიწადში უნდა აჩვენოს ბაზრის ხვედრითი წილის 5-7%იანი ზრდა და მომგებიანობის ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრები; 7 წლამდე პერიოდში ჩვენ უნდა მოვახერხოთ პროექტის რეალიზაცია/გასვლა (მენეჯმენტზე, სტრატეგიულ პარტნიორზე, არსებულ მფლობელზე წილის მოყიდვა);

 

გამონაკლისები:

სპეციალურ სიტუაციებში დახმარება; ჩვენ მოგეხმარებით ბანკებთან პრობლემების რესტრუქტურიზაციაში; საგადასახადო, საბაჟო ან სხვა მსგავსი ვალდებულებების დაფინანსებაში; დასრულებული პროექტის 10-15%-ის დაფინანსებაში მის ფუნქციონირების დასაწყებად; აკრედიტივით ვაჭრობის დაფინანსებაში; ინოვაციური იდეის დაფინანსებაში; საინტერესო Start Up პროექტის დაფინანსებაში;