http://www.

გუნდი

ინვესტიციების მართვის კომპანია “Green Capital Partners”-ის მთავარი აქტივი გამოცდილი/განათლებული ადამიანია. პარტნიორობა შედგება მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდისგან, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კომერციულ და საინვესტიციო ბანკებში.

პარტნიორობა პროფესიონალურ მენეჯმენტთან:

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყველა წარმატების, პროგრესის ძირითადი საფუძველი ადამიანური რესურსია. ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზე შექმნილმა სიტუაციამ მრავალი გამოცდილი მენეჯერი, რომელმაც წლობით თავდაუზოგავად იშრომა წარმატებული კომპანიის შექმნაზე, მაგრამ ბიზნესის ძველმოდური მფლობელების სუბიექტური შეხედულებების გამო ვერ მოახერხა შეექმნა პირადი/ოჯახის ღირსეული დანაზოგი ან აქციების ან პრემირების ან კომპანიის თანამფლობელობის სახით, იმედგაცრუებული დატოვა!!! ჩვენ გთავაზობთ თქვენი პროფესიონალური შესაძლებლობების სრულ რეალიზებას. ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ ღირსეული კომპენსაცია/დანაზოგი ან გახდეთ ბიზნესისპარტნიორი! ინვესტიციების მართვის კომპანია “Green Capital Partners” იწვევს საპარტნიოროდ მენეჯერული კვალიფიკაციის, საინვესტიციო/ფინანსური გამოცდილების მქონე წარმატებულ პროფესიონალებს, კომერციული-საბანკო, საინვესტიციო-საბანკო, ფინანსური და სხვა შავი/კასპიის ზღვის ეკონომიკურ რეგიონში სტრატეგიულ/პრიორიტეტულ ინდუსტრიული (ფინანსური სექტორი; მცირე ენერგეტიკა; კომუნიკაციები და ტექნოლოგიური სფერო; უძრავი ქონება; სოფლის მეურნეობა; წარმოება; რეტაილი; საკვები პროდუქტების წარმოება და გადამუშავება; ვაჭრობა; ტრანსპორტი; ლოგისტიკა; სოფლის მეურნეობა და გადამუშავება; ღვინის/ალკოჰოლური და წყლის ჩამოსხმა/ექსპორტი; ტურიზმი; და ა.შ.) გამოცდილების მქონე მენეჯერებს. ჩვენ გთავაზობთ საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაციის საშუალებას თქვენს მიერ განხორციელებულ პროექტში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იყოთ მისი თანამფლობელი/პარტნიორი და მისგან შემოსული შემოსავლის ძირითადი ნაწილი ანუ 80 პროცენტი მიიღოთ ბონუსის სახით. ჩვენი ჯგუფის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბექოფისის გამართული, პროფესიონალური, საოპერაციო მუშაობის მთელი სპექტრი (ოფისი, კომუნიკაციები, ბუღალტერია, აუდიტი, იურისტი, ფინანსისტი, უსაფრთხოება, მძღოლი, IT სპეციალისტი და ა.შ.)

ჩვენ გვესმის ნამდვილი პროფესიონალის ალტერნატიული ღირებულება, რემბრანტის ნახატივით, შ ე უ ფ ა ს ე ბ ე ლ ი ა!
ჩვენ დაგაფასებთ! დაგვიკავშირდით: + 995 32 50 9999;

მამუკა მაჭავარიანი

გივი კორინთელი

მელანია კუჭუხიძე

ჯუნა მაჭავარიანი

ზურა წვერიკმაზაშვილი